ბათუმში ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ - ბათუმის მერია

08.10.21 15:53
ბათუმში ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ - ბათუმის მერია

ბათუმში კორპუსის  ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ. ინფორმაციას ბათუმის მერის  მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე, ავრცელებს. სურმანიძის ინფორმაციით, ერთ-ერთი მწოლიარე ქალია. 

ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე, ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება, იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა, იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების- სამსახურში. ასე რომ, 8 ადამიანია, სავარაუდოდ, ნანგრევებში“,- ამბობს ლელა სურმანიძე.

ცნობისთვის, ბათუმში კორპუსის ნაწილი დილით ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ.