სასამართლომ არ იზრუნა, რომ საზოგადოებას 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, გისოსებიდან არ ეცქირა მზია ამაღლობელისთვის-მწარიაშვილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოთხოვნის მიუხედავად, მზია ამაღლობელს მთელი 5 თვის განმავლობაში არ მიეცა საშუალება მჯდარიყო ადვოკატების გვერდით.
მისი თქმით, ის იჯდა ბრალდებულისთვის გამოყოფილ იზოლირებულ კაბინაში, რაც ადვოკატებისთვის ართულებდა კიდეც მზია ამღლობელთან კომუნიკაციას.
5 თვეზე მეტია აი ასე ვუყურებთ ჩვენ მზია ამაღლობელს.... როცა იწყებოდა დაკითხვა ჩვენ ვიშუამდგომლეთ სასამართლოს წინაშე, რომ სასამართლოს მიეცა საშუალება, ისევე როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, მზია ამაღლობელი განთავსებულიყო დაცვის გვერდით, ვინაიდან 5 თვეა ამ ჭუჭრუტანიდან ვახერხებ მზიასთან კომუნიკაციას, როგორ წარმოგიდგენიათ?...
მაგრამ თქვენ, ქალბატონო მოსამართლე მაშინ მითხარით, რომ დარბაზში მე არ ვწყვეტ წესრიგის საკითხებს და წყვეტს საბადარგო სამსახურიო, რაც სწორი არ არის, ამ დარბაზში თქვენ წყვეტთ ყველა საკითხს და თქვენ აბსოლუტურად თავისუფლად, სრული უფლება გქონდათ მზია მაღლობლისათვის მიგეცათ საშუალება დაკითხვებშიც სრულფასოვანი მონაწილეობა მიეღო და განთავსებულიყო ჩვენს გვერდით. მზია რაღაცას დაწერდა ფურცელზე... მერე ამ ფურცელს მომცემდა, ამ რეჟიმში მიდიოდა ადვოკატებთან კომუნიკაცია.
მაგრამ ყველაზე მნიშვნლეოვანი, მაშინ როდესაც მზია დავკითხეთ, მაშინაც ვიშუამდგომლეთ ჩვენ, როცა იკითხებოდა მოწმის სტატუსით... სასამართლომ არ იზრუნა იმისთვის, რომ მზია ამღლობელი , გარდა იმისა რომ მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია გადათელა აღმასრულებელი ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა, სასამართლომაც არ იზრუნა იმისთვის, რომ საზოგადოებას 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გისოსებიდან არ ეცქირა მზია ამაღლობელისთვის.
ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, როგორ არის ის წარმოდგენილი სასამართლო დარბაზში , როგორ აღიქვამს მას საზოგადოება... ანუ სასამართლომ მზიას ასეთი ჩვენებით, საზოგადოებას აჩვენებს, რომ ეს ადამიანი თავმდამსხმელია, საშიშია საზოგადოებისთვის, მაშინ როდესაც ეს ასე არ არის“,- განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
დღეს,ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი იმართება. დღევანდელ პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. მოსალოდნელია, რომ მზია ამაღლობელის განაჩენიც დღესვე გამოცხადდეს.
წყარო: პუბლიკა