"ღუდუშაურის კლინიკაში" დაშავებული ამერიკელი ჯარისკაცები შეიყვანეს
თბილისში, "ღუდუშაურის კლინიკაში" ნორიოში, სწავლებისას დაშავებული ამერიკელი ჯარისკაცები შეიყვანეს. ჰოსპიტალში სამხედროები პირდაპირ პოლიგონიდან, ვერტმფრენით გადაიყვანეს.
"პირველებს" თავდაცვის სამინისტროში უდასტურებენ, რომ დაშვებულია ორი სამხედრო. მათ დაზიანებები მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების ფარგლებში მიიღეს, რა დროსაც ავტომობილი გადაბრუნდა.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათ ამ წუთებში დამატებითი კვლევები უტარდებათ.