თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, საქმე გვექნება უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებასთან- მზია ამაღლობელის ადვოკატი

01.08.25 17:23
თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, საქმე გვექნება უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებასთან- მზია ამაღლობელის ადვოკატი

მზია ამაღლობელის ადვოკატი, კახა წერეთელი ამბობს, რომ “იმ მტკიცებულებების, სასამართლოს განხილვის საფუძველზე, რომელიც თვეების განმავლობაში ჩატარდა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, მზია ამაღლობელთან მიმართებაში, შეუძლებელია.“

მისივე თქმით, “თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, საქმე გვექნება უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებასთან“.

ადვოკატი საპროცესო შეთანხმებაზეც საუბრობს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს შესთავაზეს და ამობს, რომ მზიას პოზიცია არის ცალსახა, “გამორიცხულია აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია“.

საპროცესო შეთანხმება გულისხმობს თავისთავად აღიარებას დანაშაულის, ბუნებრივია, ეს საკითხი განვიხილეთ, მაგრამ მზიას პოზიცია არის ცალსახა-გამორიცხულია აღიარო ის, რაც ბრალად ედება და რაც არ ჩაუდენია,  თუ ამ კვალიფიკაციით და საერთოდაც, გამოვა მზიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, საქმე გვექნება უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებასთან, ვინაიდან, პოლიციელზე თავდასხმა სულ სხვა რაღაცაა, სხვა სიმძიმე და დატვირთვა აქვს, ჩვენ კი გვჯერა, რომ იმ მტკიცებულებების, სასამართლოს განხილვის საფუძველზე, რომელიც თვეების განმავლობაში ჩატარდა, ამ კვალიფიკაციით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, მზია ამაღლობელთან მიმართებაში, შეუძლებელია, -განაცხადა მან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი იმართება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს. 

შეგახსენებთ, რო მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები