მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 4 აგვისტოს გამოცხადდება

01.08.25 22:33
მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 4 აგვისტოს გამოცხადდება

სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 4 აგვისტოს, 13:00 საათზე, გამოცხადდება. ამის შესახებ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაცხადა. 

პროკურორებისა და ადვოკატების რეპლიკების შემდეგ მოსამართლემ მზია ამაღლობელს მისცა სიტყვა, რომელმაც ნინო სახელაშვილს სთხოვა, ძალების აღდგენისა და საბოლოო სიტყვის თქმისთვის სხვა სხდომა დაენიშნა. 

დღევანდელ დღეს, მაშინ, როცა მოსმენაზეც კი დიდ ძალისხმევას ვხარჯავ. სასამართლოს ვთხოვ, საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მომცეს, მაგრამ ამისთვის დანიშნოს სხვა სხდომა. მომზადებისთვის არა, ძალების აღდგენისთვის," - განაცხადა მზია ამაღლობელმა ["რადიო თავისუფლების" live ბლოგი]. 

დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. 

შეგახსენებთ, რო მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.