ნინო ზაუტაშვილი: დღეს მედიის ბედი წყდება
"დღეს მედიის ბედი წყდება," - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება და მზია ამაღლობელის პროცესს ესწრება.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის საქმეზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება "სახელმწიფო გადაწყვეტილება".
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვცვლით, მსურველები ერთმანეთს, ვინც ვესწრებოდით პირველ ნაწილს რა თქმა უნდა გამოვედით შესვენებაზე და შემდეგ უკვე მეორე პარტია მსურველებისა შევიდა უკვე იმიტომ, რომ ძალიან დიდია ინტერესი.
დღეს მედიის ბედი წყდება. მე არ ვიცი, დღეს რით დამთავრდება სასამართლო პროცესი.
ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში მზია ამაღლობელი იქნება გამარჯვებული იმიტომ, რომ მისი ყველაზე დიდი და სახელოვანი გამარჯვება კიდევ წინ არის. დღეს ეს პროცესი არ დამთავრდება, შეიძლება გამოცხადდეს, შეიძლება არ გამოცხადდეს, მაგრამ თუ დღეს მზია ამაღლობელს პატიმრობაში დატოვებენ ეს იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება, დიახაც, სახელმწიფო გადაწყვეტილებაა," - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი იმართება. დღევანდელ პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. მოსალოდნელია, რომ მზია ამაღლობელის განაჩენიც დღესვე გამოცხადდეს.