ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი კლინიკიდან გაწერეს

08.10.21 16:55
ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი კლინიკიდან გაწერეს

ბათუმში კორპუსის ნანგრვებში მოყოლილი მცირეწლოვანი კლინიკიდან გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მას კლინიკაში შესვლისას წვივის მოტეხილობა და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. 

კორპუსის ჩამონგრევისას არასრულწლოვანი კორპუსთან მდგარ ავტომანქანაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მდებარე კორპუსის ნაწილი დღეს დილით ჩამოინგრა. მაშველები და მოქალაქეები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოყვანას. 

მსგავსი სიახლეები