სინდისია პატიმარი ჟურნალისტის საქმის 7 თვიანი განხილვა ბოლო ეტაპზეა - ვინ მოვიდა პროცესზე და რა ხდებოდა სასამართლოსთან
თავისუფლების ხმები, ბათუმის სასამართლოსთან მობილიზებულმა პოლიციის რაზმებმა ვერ ჩაახშო. მზია ამაღლობელის ბოლო პროცესზე, სინდისი პატიმრის მხარდასაჭერად, დღეს არამხოლოდ მზიას კოლეგები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ, მივიდა ის ხალხიც, ვისთვისაც თითქმის საუკუნის მეოთხედია, მზიას დაფუძნებული გამოცემები სანდო ინფორმაციის წყაროა.
"ქართულ ოცნების" სასამრთლოს დღეს საქართველოში მედიას ასამართლებს. მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯა კი მედიის სხვა წარმომადგენლების დასაშინებლად გადაწყდა, ასე ფიქრობენ, ის ჟურნალისტები, რომელებიც უკვე წლებია ამ პროფესიას ემსახურებიან.
რეჟიმმა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მტკიცებულებები დიდხანს ეძება, თუმცა ვერაფერს მიაგნო. 20 წლის წინ ბათუმის პორტში გადაღებული ფოტოს გამო, სამართალდამრღვევად გამოცხადების გარდა. ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაფუძნებული დამოუკიდებელი გამოცემის შემქმნელს, დღეს, ედავებიან დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია. რატომ არ არის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა, ამას დიდი ხნის განმავლობაში მოსამართლეს მზია ამაღლობელის ადვოკატი უხსნიდა.