უწყვეტი პროტესტის 247-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
უწყვეტი პროტესტის 247-ე დღე - პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზაც.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
ცნობისთვის თბილისის პარალელურად აქცია მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთანაც, სადაც მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.