გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, ინფორმაციით, ნანგრევებში ამ დროისთვის დაახლოებით 10-15 ადამიანი იმყოფება. შემთხვევიდან 5 საათია გასული, თუმცა მინისტრს ამ დრომდე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენი პირია ნანგრევებში მოყოლილი. გომელაურის თქმით, გამოყვანილი უშუალოდ ნანგრევებიდან არავინაა.
გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმე სადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოქცეული“,- განაცხადა გომელაურმა.