ამერიკის პასუხი რუსეთის მუქარაზე - ტრამპმა "შესაბამის რეგიონებში" 2 ბირთვული წყალქვეშა ხომალდი განათავსა
რუსეთის უშიშროების საბჭოს მუქარას ამერიკამ უპასუხა. დონალდ ტრამპმა შესაბამის რეგიონებში 2 ბირთვული წყალქვეშა ხომალდი განათავსა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს მედვედევის პროვოკაციული განცხადების შედეგია.
ტრამპის თქმით, ორი ბირთვული წყალქვეშა ხომალდი "უფრო ახლოს არიან რუსეთთან".
„რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ბირთვული იარაღის შესახებ საუბრობდა და როცა ბირთვულ იარაღზეა საუბარი, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ - ჩვენ სრულიად მზად ვართ. ჩვენ ასე მოქცევა გვმართებდა. უბრალოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. გაისმა მუქარა და ვფიქრობთ, რომ ეს არაკორექტული იყო. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ამას ვაკეთებ ჩვენი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. გაისმა მუქარა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, ხოლო ჩვენ ჩვენს ხალხს დავიცავთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„როიტერის“ ცნობით, ტრამპმა კვლავ არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა „ბირთვულ წყალქვეშა ნავებში“.
მედვედევმა თქვა, რომ ტრამპის ულტიმატუმების თამაში ომისკენ ნაბიჯია. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, "თუ ეს სულელური და წამაქეზებელი განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ განცხადებები, ის ამერიკისგან რეგირებას საჭიროებს".