მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

02.08.25 10:35
მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთიან რეგიონებში, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს 

„1-ელ და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.