უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულ ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ

02.08.25 12:04
უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულ ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ

პატიმრობაში მყოფ მასწავლებელს, ნინო დათაშვილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ - ამის შესახებ ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ უფლებადამცველები იტყობინებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით უფლებადამცველები დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი  20 ივნისს დააკავეს. მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მსგავსი სიახლეები