სასამართლომ პროკურატურას ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების მოთხოვნა დაუკმაყოფილა - ადვოკატები

02.08.25 13:17
სასამართლომ პროკურატურას ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების მოთხოვნა დაუკმაყოფილა - ადვოკატები

სასამართლომ პროკურატურას ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების მოთხოვნა დაუკმაყოფილა - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტებმა განაცხადეს.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის შუადგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, სადაც წერია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე ხერხემლის დიაგნოზი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რასაც თან ახლავს ტირილი და ემოციის მატება, რაც თამარ გაბოძის განცხადებით, არცერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი.

უფლებადამცველის განმარტებით, ემოციური ლაბილობა არცერთ შემთვევაში არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზად.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ნინოს დისკრედიტაციას და სტიგმატიზაციას - ამბობს ადვოკატი და აცხადებს, რომ დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

პროკურატურამ მიმართა ბრძოლის ახალ მეთოდს აქტივისტების წინააღმდეგ და კონკრტულად ნინო დათაშვილის შემთვევაში, სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოითხოვა სასამართლო ფსიქატრიული ექსპერტიზის ჩატარება. რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ მოინდომა ნინო დათაშვილისთვის შერაცხადობის საკითხის გამორკვება ყველანაირი საფუძლის გარეშე. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა, სასამართლომ არ მისცა ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება, რადგან მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რა პროცესი განიხილებოდა მის წინააღმდეგ. სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი იქნება წინააღმდეგი ექსპერტიზის ჩატარებაზე, გამოყენებული იქნას იძულების პროპორციული ღონისძიებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.

 პროკურატურის შეუმამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომელიც დაცვის მხარემ პირველი წარდგენის სხდიომაზე გაუცვალა პროკურატურას, სადაც მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე ხერხემლის დიაგნოზი. მას აქვს მალთაშუა დაზიანება, თიაქარი, რადიკულიტი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინოს ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ნინოს აღენიშნებოდა 2019 წელს აღენიშნებოდა ემოციური ლაბილობა, ტირილი, ემოციის მატება, რაც არცერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი. ეს არის სიმპტომი და თან ახლავს ნინოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, რომელიც პროკურატურისთვის ცნობილი იყო პირველი წარდგენის პროცესში. ამის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში გამოძიებამ არანაირი ღონე არ მიიღო, მიეღო ზომები ნინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც ფაქტიურად, დასრულდა გამოძიება და მაშინ, როდესაც წინასასამრთლო სხდომაზე პროკურატურას ევალებოდა, რომ უფრო მაღალი სტანდარტით დაემტკიცებინათ ნინო დათაშვილის პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობა, მან მიმართა ასეთ ხერხს. 

პროკურატურამ უკანონოდ მოითხოვა ნინოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება 20 დღის ვადით, რაც იმას ნიშნავს ნინოს პატიმრობა გაახანგრძლივა უკანონდო ამჯერად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ნინოს დისკრედიტაციას და სტიგმატიზაციას, რაგან საქართველოში ფსიქიატრია არის სტიგმატიზირებული. მათი მიზანია, რომ ნინო დათაშვილი ჩამოაშორონ აქტივიზს და გამოამწყვდიონ ფისიქტრიულ დაწესებულებაში.

მე ხაზი მინდა გავსუვა სიმპტომს, ემოციური ლაბილობა, აღნიშნული ახლავს თან ნინოს მძიმე ხერხემლის დიაგნოზს და ემოციური ლაბილობა არის ის სიმპტომი, როდესაც ადამიანს გარკვეული გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე ეცვლება გუნება-განწყობილება, შეიძლება ის ტიროდეს და ნერვიულობდეს, მაგრამ, არცერთ შემთვევაში, ეს არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზი . დღეს ყველა ადამიანს, ვისაც გვაღელვებს ამ ქვეყნის ბედი, დიახ, გვაქვს ემოციური ლაბილობა და ვნერვიულობთ, ვღელავთ, ვაპროტესტებთ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და დრეს რომ ნინოს მიმართ მიირეს ეს გადაწყვეტილება, ხვალ ყველას მიმართ, ვინც გაბედავს რეჟიმსი წინააღმდეგ ხმის ამოღებას, გამოიყენებენ ამ ვერაგულ ხერხს. დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.", - განაცხადა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა, თამარ გაბოძემ. 

 

მსგავსი სიახლეები