"თავისუფლება პოლიტპატიმრებს!" - ბეშუმში, კობახიძეს და "ოცნების" წევრებს აქტივისტები პროტესტით დახვდნენ
ბეშუმში, სადაც სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ მიმდინარეობს, ირაკლი კობახიძეს და "ოცნების" წევრებს აქტივისტები პროტესტით დახვდნენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა გაშალეს ბანერი: „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“.
დღესასწაულზე "ოცნების" მღალჩინოსნების გარდა, იმყოფებიან ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები;
ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს კონცერტები, გასართობი აქტივობები და ტრადიციული საზეიმო ღონისძიებები;