ვინ არიან სამხარაულის ბიუროს თანამშრომლები, ვისაც ექსპერტიზის გაყალბებაში გათავისუფლებული ექსპერტი ამხელეს
სამხარაულის ეროვნული ბიუროდან გათავისუფლებული ექსპერტი სამართლებრივ დავას იწყებს. 20 წლამდე გამოცდილების მქონე ექსპერტი ნინო კობალაძე ამტკიცებს, რომ მისმა ხემლძღვანელებმა პირადი ანგარიშსწორების მოტივით დასკვნა გაუყალბეს, რითიც ათასობით მოქალაქის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს.
ნინო კობალაძემ დაადგინა, რომ მატარებლებისთვის განკუთვნილი საცხი, რომელსაც მისი ინფრომაციით, დღემდე ბათუმის მატარებლებისთვის იყენებენ, მოხმარებისთვის უვარგისია, თუმცა მისი თქმით, ოფიციალური მონაცემები შეცვალეს და რეალობა დამალეს.
კობალაძე ექსპერტიზის გაყალბებაში ამხელს ქიმიური დეპარტამენტის უფროსს, პაატა თუშურაშვილის, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, დოდო ჩორგოლაშვილი და სამმართველოს უფროსს, თეო ხუჭუას.
მე დავწერე დასკვნა, რომ გარეგანი სახით ეს პროდუქტი არ შეესაბამებოდა სტანდარტების მოთხოვნებს და იყო დასაწუნებელი. რკინიგზიდან მომივიდა ინფორმაცია, რომ გავიდა დადებითი დასკვნა, ჩატარდა ყველა პარამეტრი და თეო ხუჭუამ თითოეულ საცხს დაუწერა 145 - 147 გრადუსი, როდესაც 100 პროცენტით 122 გრადუსია. თეო ხუჭუამ აბსოლუტურად გააყალბა ეს ყველაფერი. შემპირდნენ, რომ საცხის გამოყენება არ მოხდებოდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მომივიდა ინფორმაცია რკინიგზიდან, რომ ამ საცხს დღესაც იყენებენ, იმიტომ რომ დიდი სხვა ელზეთინი არ შემოსულა. მითუმეტეს ზაფხულში, როდესაც ასეთი ტემპერატურა, შეიძლება ცივ ტეპერატურაში საცხმა გაჭირვებით იმუშაოს, თუმცა სიცხეში ეს არის კატასტროფა", - აცხადებს ნინო კობალაძე.
გათავისუფლებული ექსპერტის უფლებადამცველები ხელახალი კომისიური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.
ვითხოვთ ჩატარდეს ხელახალი კომისიური ექსპერტიზა, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა მიმოწერა უცხოელ სპეციალისტებთან, მათ შორის გერმანიაში და შორის საცხის მწარმოებლებთან, რომლებიც ადასტურებენ, რომ ყველა პარამეტრი დაცულია თავდაპირველი ექსპერტიზის და საცხი არის უვარგისი", - აცხადებს ნინო კობალაძის ადვოკატი.