"თავისუფლების ხმა ციხიდან" - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გაზეთებს დღეს დედოფლისწყაროში დაარიგებენ

02.08.25 17:31
"თავისუფლების ხმა ციხიდან" - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გაზეთებს დღეს დედოფლისწყაროში დაარიგებენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან" - გაზეთები დღეს რეგიონებში დარიგდება. სინდისის პატიმრების ოჯახები ამ წუთებში დედოფლისწყაროსკენ მიემართებიან.

პროევროპული აქციების მონაწილეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია დაპატიმრებული ახალგაზრდების ხმა ყველა რეგიონში და ყოველ დღე ისმოდეს, ამიტომ რეგიონებში გასვლითი საპროტესტო აქციები კიდევ გაგრძელდება

გაზეთი აერთიანებს სინდისის პატიმრების წერილებს. გაზეთში ასევე პატიმრების მშობლების სათქმელიც წერია. 
 

მსგავსი სიახლეები