მოსამართლე შამათავამ სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილი უფროსი პატიმრობაში გაუშვა
მოსამართლე ნანა შამათავამ სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ყოფილი უფროსი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ პატიმრობას პროცესზე პროკურატურა ითხოვდა. ადვოკატმა კი სხდომაზე თორნიკე კაპანაძის 150 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
უფლებადამცველი სასამართლოს უხნიდა, რომ ბრალდებული გამოძიებასთან ითანამშრომლებდა და ქვეყანას არ დატოვებდა.
პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩნოსანმა.
ეჭვი გასაგებია, მაგრამ რომელი საფუძველი ან რა მიუთითებს იმას, რომ მე დანაშაული ჩავიდინე და აქ ვარ, ვერ გავიგე. რა მასალებიც გამოგზავნილი გაქვთ და რომელსაც გავეცანი, მე ვერ გავიგე ვერაფერი აქედან"- განაცხადა თორნიკე კაპანაძემ.
მოსამართლე ნანა შამათავად შემდეგი პროცესი 10 სექტემბერს, 11:00 საათზე ჩანიშნა.
თორნიკე კაპანაძეს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების გამო 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, 2021-2024 წლებში პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ლ.დ.-სა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას.ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ დადგენილი ზიანი 800 000 ლარს აღემატება.
2025 წლის 18 ივლისს, „სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტების, ჯამში 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია 11პირი.