"საბჭოური მეთოდები აქტივისტების წინააღმდეგ" - იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა ნინო დათაშვილს

02.08.25 20:19
"საბჭოური მეთოდები აქტივისტების წინააღმდეგ" - იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა ნინო დათაშვილს

"საბჭოური მეთოდები აქტივისტების წინააღმდეგ" - ასე აფასებენ იურისტები პროკურატურის გადაწყვეტილებას, აქტივისტს ნინო დათაშვილს იძულებით ფსიქიატრიული შემოწმების შესახებ. დაპატიმრებული მასწავლებლის უფლებადამცველი ამბობს, რომ პროკურატურამ ნინო დათაშვილის სამედიცინო დოკუმენტაცია მის  წინააღმდეგ ბოროტად გამოიყენა.

სამედიცინო დოკუმენტებში წერია, რომ დათაშვილს მძიმე ხერხემლის დიაგნოზი აქვს, რომელსაც თან ახლავს ემოციური ლაბილობის სიმპტომი. იურისტის განმარტებით, ეს  არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზად. 

უფლებადამცველი განმარტავს, რომ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისშესახებ ინფორმაცია პროკურატურას ჯერ კიდევ 2 თვის წინ გადასცეს, თუმცა უწყებას ახლა გაახსენდა დათაშვილის სამედიცინო დოკუმენტაცია, როცა გამოძიება დასრულდა და წინასასამართლო სხდომაზე 7 აგვისტოს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელათ. 

მასწავლებლის ნინო დათაშვილის მეგობრები და ნათესავები პროკურატურას პატიმრის სამედიცინო დოკუმენტების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ - ფიქრობენ, რომ დათაშვილი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე უკანონოდ  გადაჰყავთ. მიზანი კი მისი გატეხვა, დაშინება და პატიმრობის გახანგრძლივებაა.

დეტალები ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები