ევროპული მსვლელობა ბათუმში - რა არის აქციის მონაწილეების მთავარი სათქმელი

02.08.25 20:14
ევროპული მსვლელობა ბათუმში - რა არის აქციის მონაწილეების მთავარი სათქმელი

 

ბათუმის ქუჩებში სინდისის პატიმრების მხარდამჭერი შეძახილები ისმის - ამ წუთებში, ევროპული მარშის მონაწილეები ცენტრალური პარკის მიმდებარედ იკრიბებიან. ცოტა ხანში დაიწყება მსვლელობაც.

საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ანტი სახელისუფლებო აქციების მონაწილეები დღეს მზია ამაღლობელის მშობლიურ ქალაქში სიმბოლურად შეიკრიბნენ.

დღევანდელი აქცია 8 ოპოზიციური ერთობით იმართება.

დღეს ქუჩაში გამოსული მოქალაქეები, აქტივისტები, პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ ეტყვიან არას "ქართული ოცნების" პოლიტიკას და თვითმართველობის არჩევნებს.

"მთავარი ამბავი ამ ევროპული მარშის არის ის, რომ ერთადერთი გამოსავალი, რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად ვიცხოვროთ, პოლიტიკური პატიმრებსი გათავისუფლებასთან ერთად არის ის, რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და არა ის რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც ივანიშვილი უახლოეს პერიოდში გვიმზადებს", - აცხადებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი კირთაძე. 

უპირველესად თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, "არა რუსულ არჩევნებს" - ეს არის დღევანდელი შეკრების მთავარი გზავნილი. 4 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები არ ტარდება. ეს არის ივანიშვილის მოგონილი რუსული სპეცოპერაცია და ქართული საზოგადოება არ გახდება ივანიშვილის თანამზრახველი ამ რუსულ სპეცოპერაციაში" - აცხადებს "დროას" წევრი გიგა ლემონჯავა. 

ფოტო: ipn 

მსგავსი სიახლეები