„აგვისტოს ომის კინოქრონიკა“ - კინოჩვენება რუსთაველის გამზირზე

02.08.25 21:36
„აგვისტოს ომის კინოქრონიკა“ - კინოჩვენება რუსთაველის გამზირზე

კინოჩვენებებისა და საჯარო განხილვების კვირეული, რომელიც  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებს და ისტორიულ სიმართლეს ეძღვნება - რუსთაველის გამზირზე „აგვისტოს ომის კინოქრონიკის" ჩვენება შედგა. 

1აგვისტოდან 8 აგვისტომდე დედაქალაქის მთავარ გამზირზე 2008 წლის ომის თემატიკაზე შექმნილ დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენება გაიმართება. ფილმები ასახავს ომის დაწყების წინაპირობებს; რუსეთის სამხედრო აგრესიას; ჰუმანიტარულ ტრაგედიებს და საქართველოს დაუმარცხებელ სულს.

თითოეულ ჩვენებას მოჰყვება დისკუსია რეჟისორებთან, მკვლევრებთან, ჟურნალისტებთან და იმ ადამიანებთან, ვისაც ეს ტრაგედია პირადად შეეხო. ამ კვირეულით: პატივს მივაგებთ გმირებს, ვუამბობთ სიმართლეს ომის შესახებ და ვამხელთ რუსულ დეზინფორმაციას.

მსგავსი სიახლეები