როცა ჭელიძე საქმის მასალებს გაეცნობა, ჩვენებას მისცემს - კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

08.10.21 17:55
როცა ჭელიძე საქმის მასალებს გაეცნობა, ჩვენებას მისცემს -  კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ვინ დაუკვეთა ნიკა კვარცელის მკვლელობა? აკო ჭელიძე არ ამბობს და დუმილის უფლებას იყენებს. სასტიკ მკვლელობაზე არაფერს ამბობს არც მეორე ბრალდებული, გიორგი კავილაძე. საქმეში დევს ვიდეო მასალა, სადაც პირდაპირ ჩანს, როგორ ესვრის 10 ტყვიას აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას. ერთადერთი, ვისაც შეიძლება ბრალი გადაუკვალიფიცირონ, გიორგი კავილაძეა, ის სროლის მომენტში მანქანაში იმყოფება და მკვლელობაში არ მონაწილეობს. კავალიძეს სავარაუდოდ განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისთვის გაასამრთლებენ

ჭელიძის ადვოკატის, დალი ბარბაქაძის, თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმის მასალების გაცნობის სემდეგ ჩვენების მიცემას აპირებს. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების დეტალებს, ადვოკატი აცხადებს, რომ ჭელიზე სამართალდამცველებს აყვანის ოპოერაციის დროს გაექცა, თუმცა ის მოგვიანებით დააპატიმრეს.

მას ოფიციალურად გავაცანით ბრალის დაგენილება, ავუხსენით მისი უფლებები. რაზეც ჭელიძემ განაცხადა, რომ იყენებს დუმილის უფლებას. როცა საქმის მასალებს გაეცნობა, ჩამოვყალიბდებით, შევათანხმებთ პოზიციებს, შემდეგში ის მზად იქნება ჩვენების მისაცემად. 

ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს იმის მიხედვით, რა მონაცემები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 

რაც შეეხება დაკავებას, თვითონ ჭელიძისგან ვიცი, რომ ის გაექცა პოლიციას, მაგრამ მოგვიანებით დააკავეს - ამბობს დალი ბარბაქაძე.

28 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე გუშინ პოლიციამ წყნეთში დააკავა.