საქართველოს ეროვნულ გალერეაში დაცული ექსპონატები საფრთხეშია

03.08.25 20:28
საქართველოს ეროვნულ გალერეაში დაცული ექსპონატები საფრთხეშია

საქართველოს ეროვნულ გალერეაში დაცული ექსპონატები საფრთხეშია, რადგან საგამოფენო დარბაზებში ტემპერატურას და ტენიანობას ვერ არეგულირებენ. გათბობა-გაგრილების სისტემა სრულად მოშლილია, მიზეზად ადგილზე მაღალ ტემპერატურას ასახელებენ. იქ, სადაც ფიროსმანის ნახატებია, ახლა ტემპერატურა 31 გრადუსს აღწევს, ეს მაშინ როდესაც 24 გრადუსსაც არ უნდა აღემატებოდეს, რაც იმას ნიშნავს რომ ნახატები, რომელიც ჩვენი კულტურისა და იდენტობის ნაწილია, შესაძლოა, მაღალმა ტემპერატურამ ისე დააზიანოს, რომ რესტავრაცია დასჭირდეს. ლურჯ გალერეაში ტექნიკური პრობლემის მოგვარება უკვე დაიწყეს,  თუმცა დაზიანება იმდენად მასშტაბურია, რომ გალერეა ვიზიტორებისთვის თვის ბოლომდე იქნება დახურული.

ეს არის კატასტროფა და დანაშაული - ასე აფასებენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ეროვნულ გალერეაში განვითარებულ მოვლენებს. რადგან, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირება საგამოფენო დარბაზებში მთავარი კომპონენტია ნამუშევრების უსაფრთხო შენახვისთვის, შესაბამისად ამ საკითხს ყველაზე დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს. თუმცა, სიქსტის კაპელის ანალოგი სისტემა, მწყობრიდან ისე გამოვიდა, რომ მის აღდგენას თვეები სჭირდება. ხელოვნებათმცოდნეები სრულ პასუხისმგებლობას ეროვნული გალერიის მენეჯმენტს აკისრებენ და ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობა მათ უპასუხისმგებლობას ეწირება.

დაკეტილი ეროვნული მუზეუმი - დიანა ჩირგაძე დეტალებით