სინდისის 8 პატიმრის საქმე-პროცესი პროკურატურის მოწმის, არსენ ხუნაშვილის გამოკითხვით გაგრძელდება

04.08.25 11:47
სინდისის 8 პატიმრის საქმე-პროცესი პროკურატურის მოწმის, არსენ ხუნაშვილის გამოკითხვით გაგრძელდება

სინდისის  პატიმრების საქმეების  განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის-დღეს ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად  დაკავებულების პროცესი ისევ პროკურატურის მოწმის, არსენ ხუნაშვილის გამოკითხვით გაგრძელდება.

ეს ის გამომძიებელია, რომელმაც წინა სასამართლო პროცესზე ვიდეო მტკიცებულება წარმოადგინა, რომელსაც ხმა აქვს, თუმცა მოსამართლე მჭედლიშვილმა ის დასაშვებად ცნო.

სავარაუდოდ, სწორედ ამ ვიდეოს გამოკვლევა მოხდება დღევანდელ პროცესზე. იურისტები ამბობენ, რომ სწორედ ესაა ის გამომძიებელი, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს შეკერილ საქმეს, რადგან ადვოკატები განმარტავენ, რომ 8 თვის განმავლობაში, ბრადლების მხარეს, არ წარმოუდგენია პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ დაკავებულებიდან რომელიმემ უკანონო ქმედება ჩაიდიან. 

4 სექტემბერს გადის პატიმრობის 9-თვიანი ვადა, დღემდე გამოკვლეული მტკიცებულებით, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა, თავი დავანებოთ რაიმე სახის გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტზე საუბარს, დასაბუთებული სტანდარტიც კი არ არსებოსბ საქმეზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც რაიმე სახის ჯგუფის არსებობა დასტურდება, არც მცირედი კომუნიკაცია მათ შორის. წინაზე დავიწყეთ საქმის მთავარი გამომძიებელის დაკითხვა და დღეს გაგრძელდება კვალვ მისი დაკითხვით. სასამრთლო პროცესების ამ ინტენსივობით ჩატარების მიზანია, რომ სასამართლო არც კი იხილავს აღკვეთი ღონისძიების სახის ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონსიძიების სახით შეცვლას და როგორც ვატყობ, ამ 9 თვიან ვადაში დადგება  საქმეზე განაჩენი, - ამბობს ავოკატი.

შესაძლებელია, დღეს ბრალდების მხარემ 8 პირის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულოს. 

სინდისის 8 პატიმარს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 4 სექტემბერს ეწურებათ, შესაბამისად, სავარაუდოდ, 1 თვე ექნება დაცვის მხარეს, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გამოიკვლიონ.

  • ცნობისთვის, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან.
  • ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.