მზია ამაღლობელი განაჩენის მოლოდინში - სასამართლოს გარეთ აქცია იმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მზია ამაღლობელის პროცესი უნდა დაიწყოს, დაკავებული მედია მენეჯერის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
ბრალდებულმა დღეს საბოლოო სიტყვა უნდა წარმოთქვას.
საქალაქო სასამართლოსთან, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიად და სკანდირებენ: "თავისუფლება მზიას".
წინა სასამართლო სხდომას, სადაც დასკვნითი სიტყვა ამაღლობელის ადვოკატებმა წარმოთქვეს, პროცესს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესქრებოდა.
სავარაუდოდ, დღესვე გაირკვევა, გაუშვებენ თუ არა პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, ქალ ჟურნალისტს ციხეში.