საქართველოში ნარკოდანაშაული გაიზარდა

04.08.25 15:33
საქართველოში ნარკოდანაშაული გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ყველაზე მეტად, 875 შემთხვევით გაიზარდა ნარკოდანაშაულის რაოდენობა და 3 919-ს მიაღწია - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

საქსტატისვე მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 26 038 დანაშაული აღირიცხა, 795-ით ნაკლები, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში. 

  გაიზარდა სიცოცხლის წინააღმდეგ (+15), საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ (+58) და სატრანსპორტო (+178) დანაშაულების რაოდენობა.

ამასთან, საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 591-ით შემცირდა მმართველობის წესის საწინააღმდეგო დანაშაულის შემთხვევები. შემცირებულია ასევე ოჯახის და არასრულწლოვნის წინააღმდეგ (-3), საკუთრების წინააღმდეგ (-41), სამოხელეო (-46), ჯანმრთელობის წინააღმდეგ (-340) და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ (-381) ჩადენილი დანაშაულები.