ლიმონი, ქორწინების ბეჭედი, ტკივილგამაყუჩებელი წამლები -რა გაძვირდა ყველაზე მეტად ივლისის თვეში

04.08.25 16:23
ლიმონი, ქორწინების ბეჭედი, ტკივილგამაყუჩებელი წამლები -რა გაძვირდა ყველაზე მეტად ივლისის თვეში

ივლისში ინფლაციამ 4.3% შეადგინა, რაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფასების ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელია.

საქსტატის თანახმად, ივლისში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად 124%-ით ლიმონი გაძვირდა. მეორე ადგილზეა კივი ფასის 65%-იანი მატებით, მესამეზე კი კარტოფილი ფასის 55%-იანი მატებით.

2025 წლის ივლისში ყველაზე გაძვირებული საქონლის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ლიმონი124%
  • კივი65%
  • კარტოფილი55%
  • ნიორი35%
  • კაკაო32%
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი29%
  • საავადმყოფოს მომსახურება26%
  • ნაყინი26%
  • ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები23%
  • მანდარინი23%

რაც შეეხება ყველაზე გაიაფებულ საქონელს - წელს ყველაზე მეტად - 27%-ით გაიაფდა კიტრი, ასევე 25%-ით გაიაფებულად ითვლება ინტერნეტის ტარიფი, რადგან გასულ წელს კომპანიებმა ტარიფის შენარჩუნებით ინტერნეტის სიჩქარის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს, ასევე 19%-ით არის შემცირებული წიწაკის ღირებულება, საზამთრო კი 16%-ით არის გაიაფებული.

2025 წლის ივლისში ყველაზე გაიაფებული საქონლის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  • კიტრი-27%
  • ინტერნეტის გადასახდელი-25%
  • წიწაკა-19%
  • საზამთრო-16%
  • ქალის შარვალი-16%
  • მწვანე ლობიო-15%
  • სპორტული ფეხსაცმელი-14%
  • მამაკაცის დათბუნებული ქურთუკი-12%
  • დიზელის საწვავი-11%
  • მაცივარი-11%