მაშველები ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი დედისა და 2 ბავშვის ამოყვანას ცდილობენ

08.10.21 19:27
მაშველები ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი დედისა და 2 ბავშვის ამოყვანას ცდილობენ

ტვ პირველის ინფორმაციით, ამ წუთებში მაშველები დედისა და 2 მცირეწლოვანი ბავშვის ამოყვანას ცდილობენ. ადგილზე სამაშველო სამუშაოები უფრო დაჩქარებული ტემპით გაგრძელდა, რაც მიუთითებს იმას, რომ მალე ადამიანების ამოყვანა უნდა მოხდეს.

უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველებმა ადგილზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები სახიფათო ზონიდან გაიყვანეს.

,,ტვ პირველთან" საუბარში ნანგრევებში მოყოლილი ბავშვების მამა ადასტურებს, რომ მისი შვილები კონტაქტურები არიან და მათ ამოყვანას ის სულ მცირე ხანში ელოდება.