ჰაკერული თავდასხმა თელასზე - რატომ ვერ იღებს ხალხი შეტყობინებას დენის გათიშვაზე
რატომ ვერ იღებს ხალხი შეტყობინებას დენის გათიშვაზე?! თელასში ამბობენ, რომ მათ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა და შეფერხდა კომპანიის სხვადასხვა პროგრამული მოდულების მუშაობა.
ამ დროისთვის კომპანიას არ შეუძლია, აბონენტებს აცნობოს, როდის და რამდენი ხანით გაითიშება დენი.
თელასი ვერც ორგანიზაციებთან აგზავნის წინასწარ ინფორმაციას ქსელში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
ვინ დგას თბილისის ენერგო გამანაწილებელ კომპანიაზე კიბერ თავდასხმის უკან? ოფიციალური გაცხადება ამ დრომდე არც ერთ საგამოძიბეო უწყებას არ გაუვრცელებია.