"სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია" - LOUDspeakers-ი ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებს

04.08.25 17:08
"სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია" - LOUDspeakers-ი ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებს

LOUDspeakers-ი 6-7 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ბენდი სოციალურ ქსელშ წერს

მათი თქმით, ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ  სცენიდან გაკეთებული ნებისმიერი სახის საპროტესტო მესიჯი, ფესტივალს საფრთხეს შეუქმნიდა. შესაბამისად ბენდის განცხადებით,  იქ, სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც მათი ადგილია. 

6-7 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.
ორგანიზატორების თქმით, სცენიდან გაკეთებული ნებისმიერი სახის საპროტესტო მესიჯი, ფესტივალს შეუქმნის საფრთხეს. 

სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია.
P.S. ცნობისთვის, მსგავსი მოთხოვნების გამო, არაერთ კონცერტზე მოგვიწია უარის თქმა. 
ჩვენ ვრჩებით ბოლომდე პროტესტში და არ ვეგუებით არსებულ რეალობას!" - წერია პოსტში.