9 აგვისტომდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება - სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან 38, 40 გრადუსამდე.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვიანი პირობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).