მტკიცებულებები არ არის - სინდისის პატიმრების საქმე ჩიხშია
ვერსიებში ჩაკარგული სინდისის 8 პატიმრის საქმის მთავარი გამომძიებელს, არსენ ხუნაშვილს დღეს მძიმე დღე ჰქონდა, სინდისის პატიმრების წინააღმდეგ შეკერილი საქმე მისმა ჩვენებამ ჩამოშალა - ასეთი შეფასებები გაკეთდა მას შემდეგ რაც, მრავალწლიანი გამოცილების მქონე გამომძიებელს არ შეუძლია არცერთი ბრალდებულის ამოცნობა, არადა 8 თვეა პროკურატურა ამტკიცებს, რომ საქმე ჯგუფურ ძალადობასთან გვაქვს და სინდისის პატიმრებმა პოლიციელები დააზიანეს.
მთავარმა გამომძიებელმა დარბაზში დრო იმისთვის ითხოვა, რომ საქმის მთავარი მტკიცებულება ახლა მაინც შეესწავლა, საუბარია ზვიად ცეცხლაძის ვიდეოზე. მოწმე ამტკიცებს, რომ ცეცხლაძე სოციალურ ქსელში მოწოდებებს აკეთებდა და ადგენდა გეგმას, როგორ უნდა ემოქმედათ რუსთაველის გამზირზე. გამომძიებელი გადაჭრით ვერ ამბობს დაკავებული 7 პირიდან რომელიმემ ნახა თუ არა ცეცხლაძის ვიდეო, რომელიც პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის საქმეში მთავარ მტკიცებულებად ჩადო.
ბრალდების მხარე დამატებით მოწმეებს აღარ გამოკითხვას რადგან სინდისის პატიმრების ციხეში გაშვება ძალიან ეჩქარებათ. პროკურატურას 9-თვიანი პატიმრობის ვადა 4 სექტემბერს ეწურება. ეს არის პროკურატურის კრახი 8 სინდისის პატიმრის საქმეში - ასე აფასებენ იურისტები მთავარი გამომძიებლის ჩვენებას.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად