"არ გაბედო სადამსჯელო ფსიქიატრიის გამოყენება" - თავისუფლების მოედანზე ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

04.08.25 20:17
"არ გაბედო სადამსჯელო ფსიქიატრიის გამოყენება" - თავისუფლების მოედანზე ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

"არ გაბედო სადამსჯელო ფსიქიატრიის გამოყენება" - თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. 

აქციის მონაწილეები, პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ სინდისის პატიმრისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას აპროტესტებენ. 

მანამდე ნინო დათაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც წერს: "ეს ყველას შეეხება, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა".

ცნობისთვის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ნინო დათაშვილი  20 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.