მაია მწარიაშვილი: ამ მასშტაბის ცრუ მოწმე პოლიციელები არცერთ საქმეში არ მინახავს
"ამ მასშტაბის ცრუ მოწმე პოლიციელები არცერთ საქმეში არ მინახავს" - ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ბრალდების ამოცანა იყო რამენაირად გაეთეთრებინა ეს მოძალადე სისტემა".
მინახავს ცრუ მოწმე პოლიციელები, მაგრამ ამ მასშტაბის ცრუ პოლიციელები არცერთ საქმეში არ მინახავს იმიტომ, რომ არა სინდისის, არა ნამუსი, არა პროფესიული ღირსება, ბრალდება მაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში, არა საჯარო ინტერესი. ანუ ბრალდება სრულად იქცა ამ მოძალადე საპოლიციო სისტემის მანიპულირების იარაღად.
ბრალდების ამოცანა იყო რამენაირად გაეთეთრებინა აი ეს მოძალადე სისტემა და ამ ყველაფერმა თავისთავად ცხადია თავი მოიყარა მზიას საქმეში. ამიტომ ეს პროცესი ძალიან მძიმე საყურებელი იყო," - განაცხადა მწარიაშვილმა.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად