პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები "ოცნებას" კვლავ მოუწოდებენ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი
პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები, სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" კვლავ მოუწოდებენ მოუხსნას ბრალდება ჟურნალისტს და გაათავისუფლოს ის.
დამოუკიდებელი მედიის გლობალური ქსელი (IPI) ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
საქართველო: IPI-ის წევრის, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დღეს გამართული საბოლოო მოსმენის შემდეგ, ჩვენ კვლავ მოვითხოვთ ამ ბრალდების მოხსნას და მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას," - წერს IPI.
მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესს ეხმიანება ჟურნალისტების დაცვის კომიტეტიც (CPJ):
"რა გადაწყვეტილებასაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ მე გამარჯვებულად მივიჩნევ თავს," - განაცხადა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა დღეს სასამართლოში თავის საბოლოო სიტყვაში.
CPJ კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოხსნას ბრალდება და გაათავისუფლოს იგი.
ცნობისთვის, გუშინ, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საბოლოო პროცესი გაიმართა, სადაც სინდისის პატიმარმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტის საქმეზე განაჩენის გამოცხადება 6 აგვისტოს გადადო.
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად