სინდისის 11 პატიმრის პროცესი - ევროპული აქციების მონაწილე მსახიობები ჩვენების მისაცემად ემზადებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები, გიგა დათიაშვილი, ანა ინგოროყვა, აჩიკო სულაქველიძე და ნინო წიქარიძე დაიკითხებიან.
პროცესზე პირველი გიგა დათიაშილი იკითხება. მისი თქმით, ის 28 ნოემბერს სახლში იყო, სანამ ირაკლი კობახიძე განაცხადება, რომ ქვეყანა 2028 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს წყვეტს, რის შემდეგაც საპროტესტო აქციაზე ანდრო ჭიჭინაძესთან და ირაკლი კვირიკაძესთან ერთად გავიდა.
ჩვენ ორივეს გვყავს შვილები, ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი შვილების მომავლის უზრუნველყოფა და ამის შესაძლებლობას ვხედავთ ევროკავშირში, როცა ამას საფრთხე შეექმნა გამოვედით საპროტესტო აქციაზე," - ამბობს გიგა დათიაშვილი. ("რადიო თავისუფლება")
[განახლებადი]
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად