ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

08.10.21 22:04
ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ქალი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, თამარ მხატვარის თქმით, პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს მას გულის გაჩერება დაუფიქსირდა, თუმცა ექიმებმა მისი ფუნქციონირების აღდგენა შეძლეს. პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის გამო, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოსაყვანად  სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.