"ადიოდა ზემოთ, სპეცრაზმთან და გვეუბნებოდა, რომ ვიღაცები უნდა გამოვიყვანოო" - დათაშვილი ჭიჭინაძეზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის 11 პატიმრის საქმეზე მსახიობი გიგა დათიაშვილი დაიკითხა.
მისი განცხადებით, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე აქციების მიმდინარეობისას მეგობრებს რამდენჯერმე გამოეყო და ზუბალაშვილების ქუჩაზე სპეცრაზმელებთან ადიოდა - "გვეუბნებოდა, რომ ვიღაცები უნდა გამოვიყვანოო".
დათაშვილმა დაკითხვაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ისაუბრა, სადაც ჩანს, რომ ანდრო ჭიჭინაძე "სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დგას, პერანგით და აშველებს მათ".
მსახიობმა აღნშნა, რომ 29 ნოემბრის აქციაზე, როდესაც ანდრო ჭიჭინაძე მეგობრებთან დაბრუნდა თქვა, რომ სპეცრაზმელმა ფეხში სარაჯიშვილის ბოთლი გაარტყა.
ანდრო ხშირად გვეპარებოდა ხოლმე, ამის გამო სულ გვქონდა ხოლმე შენიშვნები ანდროს მიმართ, იმიტომ, რომ ანდრო გამოირჩეოდა იმით, რომ ადიოდა ხოლმე ზემოთ, სპეცრაზმთან და გვეუბნებოდა, რომ ვიღაცები უნდა გამოვიყვანოო. ვეუბნებოდით, რომ არ გინდა... მიდიოდა და ძირითად იყო ამ საქმიანობით დაკავებული, ამის ვიდეომასალაც არსებობს, სოციალურ ქსელში გავრცელდა, წინა აქციებზე, როცა სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დგას, პერანგით და აშველებს მათ, იმ ვიდეოშიც სპეცრაზმელი ურტყამს ანდროს და ეს უტრიალდება - „რას შვები, გამყავსო“ ეუბნება. ძირითადად ამ საქმიანობით იყო დაკავებული... 29-შიც როცა ანდრო ზემოთ იყო ასული, ჩამოვიდა და გამარტყა ფეხშიო, სარაჯიშვილის ბოთლი გამარტყა სპეცრაზმელმაო, მესროლაო," - ამბობს გიგა დათაშვილი ("პუბლიკას" მიხედვით).
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად