TI: გამოვლენილია ელიტური კორუფციის 250 სავარაუდო შემთხვევა

05.08.25 15:46
TI: გამოვლენილია ელიტური კორუფციის 250 სავარაუდო შემთხვევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“  ელიტური კორუფციის შემთხვევების ჩამონათვალს აქვეყნებს და წერს, რომ ბოლო 5 წელში, გამოვლენილია 250 სავარაუდო შემთხვევა, სადაც „ქართული ოცნების“ 221-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სიაში მოხვდნენ  38 მთავრობის წევრი, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები.

ელიტური კორუფციის სიას მხოლოდ ბოლო 2 თვეში 19 შემთხვევა დაემატა. მთლიანობაში, ბოლო 5 წელში ელიტური კორუფციის 250 სავარაუდო შემთხვევა დავაფიქსირეთ, სადაც „ქართული ოცნების“ 221-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მთავრობის წევრი, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები.

 „ქართულ ოცნებას“ არცერთ ამ შემთხვევაზე რეაგირება არ ჰქონია. წლების განმავლობაში პარტია საერთოდ უარყოფდა ელიტური კორუფციის არსებობას ქვეყანაში. ახლა კი მიტაცებული საგამოძიებო უწყებების გამოყენებით მათივე ყოფილ თანაგუნდელებს იჭერენ იმ ელიტური კორუფციის ბრალდებებით, რომელთა შესახებაც გამომძიებელი ჟურნალისტები წლების წინ უშედეგოდ საუბრობდნენ.

 ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უკვე თავად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში ხელს აფარებდა და დაუსჯელობის გარანტიას აძლევდა ელიტურ კორუფციაში ჩართულ მაღალჩინოსნებს – იყენებდა კლეპტოკრატიული მართვის სტილს, სადაც სახელმწიფო მართვის სისტემა მმართველი ელიტის პირადი გამდიდრების სამსახურშია ჩაყენებული.

 ყოფილი თანაგუნდელების დაჭერა ამ რეალობას არ ცვლის. საქართველოს მოქალაქეების მიერ შეგროვილი სახელმწიფო ბიუჯეტი, ხალხის ფული, ქვეყნისა და მისი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების ნაცვლად, დღესაც მიედინება „ქართული ოცნების“ კონკრეტული მაღალჩინოსნების ჯიბეში-წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია კორუფციული საქმეების ჩამონათვალსაც აქვეყნებს და წერს, რომ სია განახლებადია.

ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: 

მსგავსი სიახლეები