მარიამ მეყანწიშვილი 3 500 ლარით, ხოლო სოფიო მარკოზია 2500 ლარით დააჯარიმეს

05.08.25 16:16
მარიამ მეყანწიშვილი 3 500 ლარით, ხოლო სოფიო მარკოზია 2500 ლარით დააჯარიმეს

24 ივლისს, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული აქტივისტები, მარიამ მეყანწიშვილი 3500 ლარით, ხოლო სოფიო მარკოზია 2 500 ლარით დააჯარიმეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

მარიამ მეყანწიშვილის თქმით, მოსამართლემ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიტანა განაჩენი, რასაც აუცილებლად გაასაჩივრებს.

სამართლებრივი საფუძველი ჩემ დაკავებას არ ჰქონდა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოსამართლემ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. უფრო მძიმე ფორმები, მათ შორის პატიმრობაც უნდოდათ გამოეყენებინათ, თუმცა, კანონმდებლობა არ აძლევდათ ამის საშუალებას. ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოხატვა ისჯება კანონით დღევანდელ რეალობაში. ჩაგვბარდება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, აუცილებლად გავასაჩივრებთ,- განაცხადა მეყანწიშვილმა.

ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები