ანრი კვარაცხელიას წერილი: 46 წელიც რომ მომისაჯონ ამას ნული გავლენა ექნება ჩემზე, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია
სინდისის პატიმარი, ანრი კვარაცხელია ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც მის საქმეზე, პროკურატურის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე საუბრობს.
ანრი კვარაცხელიას თქმით, "გაუგონარი ბოროტება და პარადოქსია, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, სადაც რეჟიმის პროკურატურა თურმე უკმაყოფილოა".
სინდისის პატიმარი აღნიშნავს, რომ 46 წელიც რომ მიუსაჯონ ამას არანაირი გავლენა არ ექნება მასზე.
მინდა მივმართო საზოგადოებას დაკიდევ ერთხელ გამოვხატო ცემი გულითადი მადლიერების გრძნობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც სოლიდარობა გამომიცხადა და განიცადა ის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ვაი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამომიტანა.
გაუგონარი ბოროტება და პარადოქსია ის ფურცელი, რომელიც გუშინ მივიღე საკანში, რომელიც მაუწყებს, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, სადაც რეჟიმის პროკურატურა თურმე უკმაყოფილოა ისედაც ამ უკანონო და მტკიცებულება მოკლებული განაჩენით და ითხოვენ უფრო მკაცრი სასჯელით შეიცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 4 წელი და 6 თვე კი არა 46 წელიც რომ მომისაჯონ ამას ნული გავლენა ექნება ჩემზე, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. ვერანაირი ზეწოლა ვერ შეედრება და გაუტოლდება იმ სულისკვეთებას, რასაც ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა ჰქვია და რისთვისაც ცოტახნით ვისჯები, რუსული პატარა კაცების ხელით.
დიხ, ცეცხლი ოლიგარქიას.
გავიმარჯვებთ სახელოვნად," - წერს ანრი კვარაცხელია.
ცნობისთვის, ნასამართლევმა მოსამართლემ ანრი კვარაცხელია ციხეში 4.5 წლით გაუშვა.
ანრი კვარაცხელიას გამოძიება ე.წ მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელისთვის სროლას ედავება, თუმცა ამ საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. მთავრი მტკიცებულება პროკურატურის მიერ საქმეში ჩადებული 16 წამიანი ვიდეო მასალაა, რომელზეც სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ ჰაბიტოსკოპიური კვლევისთვის უვარგისია.
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად