“მე გაცილებით პრივილეგირებული მშობელი ვარ, რომელიც თავად ზის ციხეში და არა მისი შვილი“- ზვიად რატიანის წერილი სინდისის პატიმრის დედას
ზვიად რატიანი ციხიდან წერილს აქვეყნებს და სინდისის პატიმრის თორნიკე გოშაძის დედას, მარიზი კობახიძეს მადლობას უხდის წერილებისთვის, რომელსაც ის პატიმრობაში მყოფ პოეტს უგზავნის.
როგორც რატიანი წერს, “წერილის წერის დროს, ის უხერხულობას განიცდის, რადგან მიიჩნევს, რომ გაცილებით პრივილეგირებული მშობელია, რადგან თავად ზის ციხეში და არა მისი შვილი“.
“თქვენი ხვედრი ბევრად მძიმეა და გამბედაობაც გაცილებით დასაფასებელი“,- წერს რატიანი.
ქალბატონო მარიზი, ძალიან მანებივრებთ წერილებით და თბილი სიტყვებით. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის - მოკითხვისთვის, ბრძოლისთვის და ისევ და ისევ კარგზე კარგი შვილისთვის! სხვათაშორის ჩემმა შვილებმაც მომწერეს 27-ის აქცია-კონცერტის ამბები და თქვენი სიტყვებიც გადმომცეს. მართალს ბრძანებთ, გვაქვს ჩვენი შვილებით სიამაყის მიზეზი და ამაზე მნიშვნელოვანი რაღაა მშობლისთვის.
შეიძლება ადრეც მოგწერეთ და მაპატიეთ თუ ვმეორდები, მაგრამ თქვენი წერილების მიღებისას და თქვენთვის საპასუხო წერილის წერისას ძლივს ვერევი ხოლმე უხერხულობის განცდას, რადგან, თქვენგან განსხვავებით, მე გაცილებით პრივილეგირებული მშობელი ვარ, რომელიც თავად ზის ციხეში და არა მისი შვილი. თქვენი ხვედრი ბევრად მძიმეა და გამბედაობაც გაცილებით დასაფასებელი.
მალე, ძალიან მალე მოვა ის დღე, როცა ჩვენი საერთო ბრძოლა იმ ნაყოფს გამოიღებს, სამშობლოს რომ სჭირდება. სიყვარულით და შემართებით, ზვიად რატიანი“-წერს რატიანი.
მსგავსი სიახლეები
freedom house: გადატვირთვა გათავისუფლების გარეშე არ მოხდება - საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი
freedom house: ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს, როგორც პირველი ტესტი იმისა, ნამდვილად მზად არის თუ არა „ოცნება“ გარიგებების დასადებად