"კიარ შემოვიდა, თავზე დამახტა" - ნიკა კაცია სასამართლო პროცესზე დაკავების დეტალებს იხსენებს

05.08.25 17:34
"კიარ შემოვიდა, თავზე დამახტა" - ნიკა კაცია სასამართლო პროცესზე დაკავების დეტალებს იხსენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ნიკა კაცია იკითხება. სინდისის პატიმარმა მისი დაკავების დეტალები გაიხსენა. 

ჟურნალისტი ყვება, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთმა პოლიციელმა ვიდეო გადაუღო. დაკავების დღეს კი, მას შემდეგ რაც ტელევიზიით  მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა ნახა, გადაწყვიტა აქციაზე გასულიყო. 

მისივე განცხადბით, სახლთან მანქანაში მასთან ერთად ერთი ტიტუშკა ჩაჯდა, ის ფხიზელი არ იყო და ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, "მეორე კიარ შემოვიდა, თავზე დამახტა". ამის შემდეგ ნიკა კაცია ყვება, რომ დაიწყო "ისტერიული, განწირული ღრიალი და წივილი "მიშველეთ".

პირველ რიგში სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ნამდვილად სინდისის სახეა ის, მეორე როცა ვსაუბრობ ღირსეულ ქალზე უნდა ვახსენო ნინო დათაშვილი, რომელსაც რეჟიმი ებრძვის. 

მოდის ძალიან ბევრი ხმა, პროპაგანდის საშუალებით, რომ ბოდიშის მოხდას გვთხოვენ და ბოდიშს მოვიხდით კი არა ეს ხმა კიდევ უფრო იღრიალებს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს, მოსახდელი ქვეყნის გაუბედურებისთვის. 

დაკავებამდე თაბუკაშვილის ქუჩაზე დავაფიქსირე პოლიციელი, რომელმაც გადამიღო ვიდეო, მე ვერ მოვასწარი მისი გადაღება. ეს მოხდა 3 დეკემბერს. ვიდეო რომ გადავიღე, სადაც ამ ამბავს ვყვებოდი, "ტიკ-ტოკ" ვიდეოებზე გაჩნდა კომენტარი - "ეს იმას ნიშნავს, რომ მალე დაგიჭერენ". 

სახლში ვიყავი ტელევიზორს ვუყურებდი ვნახე მაკა ჩიხლაძის მკვლელობის მცდელობა, ავდექი, გამოვვარდი, სახლიდან ისე გამოვედი არ ვიცოდი ჩემი კოლეგა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. მაკასკადრების ნახვის მერე გადავწყვიტე ეგრევე აქციაზე გავსულიყავი. 

სადარბაზოდან რომ გამოვედი ხელმარცხნივ წავედი, იქ სალონია ბილოკოთ გავედი იდგაა ბევრი ადამიანი. იდგა თეთრი მანქანა დაბურული ნომრებით.

ჩავჯექი მანქანაში და მოვასწარი მხოლოდ იმის კითხვა, რომ ჰქონდა თუ არა საქართველოს ბანკი და მერე მძღოლის მხრიდან ეგრევე გამოიღო კარი და ტრადიციულად ტიტუშკის ჩაცმულობის ბიჭი ჩაჯდა მანქანაში და პირველი რაც გავიფიქრე იყო ის რომ ეს ბიჭი იყო ტიტუშკა და ვამბობდი "მგონი შეგეშა.." და ვეღარ მოვასწარი დასრულება რომ გამოიღო… მეორე კიარ შემოვიდა, თავზე დამახტა. გვერდზე რომელიც მეჯდა, არ იყო ფხიზელი, ისიც ყარდა ალკოჰოლის სუნად. შიშის პირველი წამი გაჩნდა მაშინ, როდესაც დამახტა თავზე. გამეცინა, და ალბათ ისტერიული სიცილი იყო იმიტომ, რომ რეალურად მეგონა, რომ მცემდნენ. მე გამეცინა და დავიწყე ისტერიული, განწირული ღრიალი და წივილი "მიშველეთ", - განაცხადა ნიკა კაციამ. 

ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ფოტო: არქივიდან]