“შათირიშვილი ცდილობს იყოს ჩინური დუგინი, დუგინის იაფასიანი ასლი“ - ოპოზიცია
ალექსანდრ დუგინის და ზაზა შათირიშვილის იდენტური განცხადებები ოპოზიციაში არ უკვირთ, რადგან მიიჩნევენ, რომ „ოცნებაში“ ერთი-ერთში იმეორებენ მთავარი რუსი პროპაგანდისტის სიტყვებს.
ისინი აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია, მკვეთრად გასცდა პრორუსულობას და უკვე რუსულ ძალად გადაიქცა
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “ყველა განცხადება, რასაც თბილისში „ქართული ოცნების“ წევრები, ან მათი იდეოლოგები აცხადებენ, კრემლში იწერება და სწორედ კრემლში დაწერილი სცენარით მოქმედებენ.“
უკვე დიდი ხანია, შათირიშვილი ცდილობს იყოს ჩინური დუგინი, დუგინის იაფასიანი ასლი და ვფიქრობ, ის კარგად ართმევს თავს იმ ფუნდამენტურ გამოწვევას, რაც არის დუგინის იაფასიანი ასლობა. დღეს საქართველოს მართავს რუსული იდეოლოგია, რომელიც არის საქართველოს და ქართველებსი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა გეგელიამ.
დუგინი არის მთავარი რუსი პროპაგანდისტი, რომელსაც თავის დროზე ნათქვამი აქვს, რომ 2008 წელს თბილისში რომ შემოვსულიყავით და ხელისუფლება დაგვემხო, “ოცნების“ ხელისუფლებაზე უკეთესს მაინც ვერ დავსვამდითო. აი, ამ კაცზეა საუბარი, რომლის მესიჯსაც ერთი-ერთში იმეორებს “ოცნება“, რომელიც პრორუსული ხელისუფლებაც აღარ არის, პირდაპირ რუსული ხელისუფლებაა„, - განაცხადა სანიკიძემ.