მხილება სხდომათა დარბაზში-ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე მსახიობი გიგა დათიაშვილი გამოიკითხა
მხილება სხდომათა დარბაზში-სინდისის 11 პატიმრის საქმეზე გამოსაკითხად მისულმა მსახიობმა “ხარებას“ მოძალადე სპეცრაზმელები ამხილა. გიგა დათიაშვილი კოლეგა მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის საქმის მთავარი მოწმეა. მას საკუთარი ყურით ესმოდა, როგორ ემუქრებოდა სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს სიცოცხლის მოსპობით და როგორ ცდილობნენ პროვოკაციის მოწყობას.
8 თვეა სინდისის 11 პატიმარი ციხეშია გამოკეტილი. დაცვის მხარის განმარტებით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების საქმის განხილვა მტკიცებულებების გარეშე მიმდინარეობს. ბრალდების მხარის მთავარმა მოწმეებმაც კი ე.წ დაზარალებულმა პოლიციელებმა, ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნეს.
დასკვნით ეტაპზეა ნიკა კაციას საქმეც, დაპატიმრებული ჟურნალისტი დღეს სასამართლოში გამოიკითხა. მან დეტალურად გაიხსენა, როგორ მოხდა მისი გატაცება და ძალის გამოყენებით როგორ აიღეს მისი ნერწყვის ნიმუში.
დაცის მხარის მოწმეები იკითხებიან ანტონ ჩეჩინის საქმეზეც, ჩეჩინსაც ნარკოტიკული ნივთიერების ქონას ედავებიან.
სინდისის პატიმრების და ანტონ ჩეჩინის პროცესები დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით ხვალ გაგრძელდება.