ხვალ არის სამართლიანი, მართალი კაცის განაჩენი - გიორგი ახობაძის მეგობარი
ხვალ სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის განაჩენი გამოცხადდება- მისი მეგობარი, ლევან ბერიძე ამბობს, რომ დიდი მოლოდინები არ აქვს, თუმცა პატარა იმედი მაინც აქვს.
0,1, ან 1 % სადღაც ადამიანობის იმედი გვაქვს, - ამბობს ის გადაცემა “დღის ამბებში“.
მისი თქმით, “სისტემა დიდი ხანია მათთვის არ არსებობს, რადგან მას ებრძვიან და აცუილებლად დალეწავენ კიდევაც.“
ძალიან მიჭირს გიორგიზე, როგორც პატიმარზე ვისაუბრო, რადგან ეს ამ ქვეყნის არათუ სირცხვილი,არამედ სიკვდილის ტოლფასია. ასეთ ხალხს ციხეში არ სვამენ, მას ელოლიავებიან. ადამიანმა, რომელმაც უამრავის სიცოცხლე გადარჩინა. დღეს რომ გიორგი და მზია ციხეში არიან და ნინო დათაშვილი საგიჟეთში გადაჰყავთ ჩვენი უფხობის ბრალია, ჩვენ რომ მეტი ვაჟკაცობა გვყოფნიდეს, არცერთი მათგანი ციხეში არ უნდა იყოს. ღრმად ვარ დარწმუნებული და ვიცი, რომ მას არ მოუწევს დიდი ხანი ჯდომა, მაგრამ რაც მოუწია და უწევს, ესეც ჩვენი ბრალია.
ხვალ არის სამართლიანი კაცის განაჩენი, მართალი კაცის განაჩენი, საშინლად ჟღერს ეს. არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის, ვინ რა განაჩენს გამოიტანს, არ მაინტერესებს ვირაც ზოია დეიდა თუ ბიჭიკო ბიძია რა კუდს მოაბამს, მე ვიცი, რომ ის არის უდანაშაულო, თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, გიო, ბოლოს მაინც ჩვენ გავინმარჯვებთ, ყველა მიყვარხართ, თქვენს გვერდით ვარ. რუსთაველზეა დღეს ჩვენი სახლი, თითოეული მოქალაქის სახლი და საცხოვრებელი არის რუსთაველი, იქ ძგერს საქართველოს გული. მზიას გული, გიორგის გული, ჯაფარას გული, თუ ვინმეს გული, თუ სადმე დარჩა და ძგერს, სწორედ რუსთაველზე ძგერს,სანამ ეს იქნება, ჩვენ გადაშენება არ გვიწერია,- განაცხადა ლევან ბერიძემ.
6 აგვისტოს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.