ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს
მოსამართლე ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენს დღეს, გამოაცხადებს. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე გამოცხადდება.
წინა სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
გამოძიება ქალ ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.