10-მდე ადამიანი უნდა იყოს - შს მინისტრი ნანგრევებშ მოყოლილი ადამიანების რიცხვს ვერ აზუსტებს

08.10.21 23:18
10-მდე ადამიანი უნდა იყოს - შს მინისტრი ნანგრევებშ მოყოლილი ადამიანების რიცხვს ვერ აზუსტებს

შს მინსტრი ვერ აზუსტებს ზუსტად რამდენი ადამიანია დარჩენილი კორპუსის ნანგრევების ქვეშ. ვახტანგ გომელაური ვარაუდობს, რომ იქ შესაძლოა, ათამდე ადამიანი იყოს ჩარჩენილი. 

შს მინისტრი აცხადებს, რომ სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. 

10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. ვმუშაობთ მთელი ღამე და ხვალამდე ეს გაგრძელდება, სანამ არ ამოვიყვანთ, ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასააა და ფრთხილად მუშაობენ. მძმე სამუშოაო, იქიდან გამომდინარე, რომ ორ კორპუსს შუა დგას ეს კორპუსი და მისადგომად ორივე მხრიდან მუშაობენ აქტიურად. ინფორმაციით უდან იყვნენ, ორი, თუ სამი ბავშვი, ვერ გიდასტურებთ ზუსტად. ორი ადამიანი იქნა ამოყვანილი, რომელიც ცოცხალია საბედნიეროდ, - განაცხადა შს მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები