გიორგი ახობაძე განაჩენის მოლოდინში - რა მოლოდინები აქვთ ადვოკატებს

06.08.25 11:34
გიორგი ახობაძე განაჩენის მოლოდინში - რა მოლოდინები აქვთ ადვოკატებს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზეა დანიშნული.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, რომელსაც განაჩენი 25 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, აღნიშნული სხდომა მოულოდნელად გადადო.

დაცვის მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდების მხარეს, ამ დრომდე არ აქვს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ექიმ გიროგი ახობაძეს ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკული ნივთირება.

დღეს გამოცხადდება განაჩენი, ფაქტობრივად, არცერთი პროცედურა არ დარჩა, გარდა იმისა, რომ მოსამართლე გამოვიდეს და უკვე საბოლოო გადაწყვეტილება გააცნოს საზოგადოებას. რაც შეეხება მოლოდინებს- 8 თვის განმავლობაში, დაცვის მხარემ, გიორგისთან ერთად, გავაკეთეთ ფაქტობრივად ყველაფერი, რათა მოსამართლე და სასამართლო დაგვერწმუნებინა იმაში, რომ გიორგი უდანაშაულოა,- განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. 

დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.