ნანგრევებში უნდა იყოს ცხედარი, მაშველები ცდილობენ იპოვონ - გომელაური

08.10.21 23:48
ნანგრევებში უნდა იყოს ცხედარი, მაშველები ცდილობენ იპოვონ - გომელაური

შს მინისტრი ამბობს, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნანგრევებში ცხედარია. ვახტანგ გომელაურის თქმით, მაშველები მის პოვნას ამ წუთებშიც ცდილობენ. 

როგორც მე მომახსენეს ნანახი უნდა იყოს ცხედარი, დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, მაგრამ როგორც მეუბნებიან, ნანგრევებში უნდა იყოს ცხედარი, მაშველები ცდილობენ ასწიონ "სინკარი" და იპოვონ, სავარაუდოდ, არის გარდაცვლილი. ახლა ვაზუსტებთ და სულ 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს ნანგრევებში. ზუსტი რაოდენობა არ ვიცით, შეიძლება სადღაც ყოფილიყვნენ სტუმრები... ბევრი დაკეტილი ბინა იყო, მფლობელები ვერ გვიდასტურებენ, მაგრამ შესაძლოა, ყოფილიყვნენ სტუმრები, მაგალითად ერთი ბინა ნათესავს ჰქონდა ჩაბარებული, ეს ნათესავი ამბობს, რომ არავინ შეუშვია ბინაში... ამ დეტალებიდან გამომდინარე, ვერ ვაზუსტებთ რაოდენობას, - აცხადებს ვახტანგ გომელაური